ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საგამოცდო ნაშრომის შემფასებელი კომისიის შექმნის შესახებ
„სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის“ სამაგისტრო პროგრამის მეოთხე სემესტრის სტუდენტის ზვიად ქადარიას განცხადების (#9299/30, 15.07.2021) საფუძველზე ვბრძანებ:
1. შეიქმნას სტუდენტ ზვიად ქადარიას საგამოცდო ნაშრომის შემფასებელი კომისია საგანში ,,მშვიდობის პოლიტიკის ანალიზი“ შემდეგი შემადგენლობით:
- სალომე დუნდუა- ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში, კომისიის თავმჯდომარე;
- გიორგი მელიქიძე –მოწვეული პედაგოგი; კომისიის მდივანი;
- ალექსანდრე კუხიანიძე – პროფესორი
2. კომისიამ სტუდენტის ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში.
3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.